
➤ბინის შეძენა ადამიანისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფინანსური გადაწყვეტილებაა.
განსაკუთრებით მაშინ, როცა პირველად დგამ ამ ნაბიჯს. კითხვები ბევრია, პასუხები კი
არაერთგვაროვანი.
➤ამ ბლოგში გაგიზიარებთ პრაქტიკულ რჩევებს, რომლებიც დაგეხმაება გააზრებული, უსაფთხო და
წარმატებული გადაწყვეტილების მიღებაში.
➨ განსაზღვრე საჭიროებები და მიზანი.
➤პატარა ბინა ქალაქის ცენტრში თუ ფართო ბინა გარეუბანში?
➤ახლოს სკოლასთან, საბავშვო ბაღთან, მეტროსთან, სამსახურთან?
➤საცხოვრებლად გსურს თუ საინვესტიციოდ?

➨დაადგინე ბიუჯეტი
არასდროს დაიწყო ბინის ძებნა ბიუჯეტის განსაზღვის გარეშე.
გაითვალისწინე: ⇩
➤გაქვს თუ არა საკუთარი თანხა სრულად?
➤გჭირდება თუ არა იპოთეკური სესხი?
➤რა არის შენი მაქსიმალური თვიური გადახდის შესაძლებლობა?
📌გახსოვდეს: იპოთეკით ბინის ყიდვისას ყოველთვის არის წინასწარი ხარჯებიც – ავანსი, მომსახურების საფასური, ნოტარიუსის ხარჯები და სხვა.

➨აირჩიე სწორი ლოკაცია
🏙️ადგილმდებარეობა განსაზღვრავს ყველაფერს – კომფორტს, ფასს და მომავალში
გაქირავების/გაყიდვის შესაძლებლობებს.
გაითვალისწინე:
➤ინფრასტრუქტურა (ტრანსპორტი, მაღაზიები, სკოლა, კლინიკა…)
➤უბნის განვითარება და პერსპექტივა.
➤ეკოლოგიური მდგომარეობა და უსაფრთხოება.
🛑თუ ბინა საინვესტიციოდ გინდა – აირჩიე უბნები, სადაც ფასების ზრდის პოტენციალია.

💼ითანამშრომლე სანდო უძრავი ქონების სააგენტოსთან.
პირველად მყიდველისთვის უძრავი ქონების ყველა დეტალში გარკვევა რთულია. ამიტომ, პროფესიონალი აგენტი დაგეხმარება:
➤მოიძიოს არსებულ ბიუჯეტში საუკეთესო ბინები.
➤აწარმოოს მოლაპარაკება შენს ინტერესებზე ორიენტირებით.
➤დაგიცვას არაკეთილსინდისიერი გაყიდვებისგან.
➤დაგეხმაროს დოკუმენტაციის მოწესრიგებაში.
🟢კარგი სააგენტო დაზოგავს დროს, თავიდან აგაცილებს სტრესსა და მაქსიმალურად გაგიადვილებს
პროცესს.

➨გადაამოწმე იურიდიული სისუფთავე.
🔵ბინის ყიდვისას აუცილებელია:
➤ბინის სამართლებრივი სტატუსის დადგენა.
➤ყადაღის, იპოთეკის ან დავალიანების არ არსებობის დადასტურება.
➤ქონების საკუთრების მოწმობის შემოწმება.
⚖️რეკომენდირებულია პროფესიონალი იურისტის ჩართვა, განსაკუთრებით, თუ უძრავი ქონება
მემკვიდრეობითია ან გადანაწილებულია რამდენიმე პიროვნებაზე.

➨ნუ იჩქარებ, დაფიქრდი.
არასდროს შეიძინო პირველი ბინა, რომელიც მოგეწონა.
⇩შეადარე:
➤ფასები
➤ბინის მდგომარეობა და საჭირო სარემონტო სამუშაოები.
➤სხვა მსგავსი ვარიანტები.
📄შექმენი სია პლუსებით და მინუსებით – ეს დაგეხმარება საბოლოო გადაწყვეტილების მიღებაში.

დასასრულს ⇩
🟢სწორი დაგეგმვითა და პროფესიონალების მხარდაჭერით, ეს პროცესი უფრო მარტივი და
სასიამოვნო იქნება.
✅თუ ხარ დაინტერესებული ბინის ყიდვით და გინდა, რომ ეს ნაბიჯი უსაფრთხოდ და სწორი
გზით გადადგა – დაგვიკავშირდი, ჩვენი გუნდი მზად არის დაგეხმაროს ყველა ეტაპზე.