
ეს ბლოგი დაგეხმარება გაიგო: ⇩
➜რატომ არის მნიშვნელოვანი სწორად შერჩეული აგენტი?
➧უძრავი ქონების გარიგება არის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული გადაწყვეტილება
ადამიანისთვის. სწორედ ამიტომ, პროფესიონალიზმი და გამოცდილება პირდაპირ
განსაზღვრავს შედეგს.
გამოცდილი აგენტი არ არის მხოლოდ შუამავალი – ის არის შენი
მრჩეველი, დამცველი და მომლაპარაკებელი ყველა ეტაპზე.

➭ბაზრის ღრმა ცოდნა
ბაზრის ცოდნა ნიშნავს, რომ აგენტს შეუძლია:
⧫დაგიცავს ზემდეტი ხარჯისგან.
⧫დაიცვას შენი ინტერესი.
➤გამოცდილ აგენტს აქვს წვდომა რეალური ბაზრის მონაცემებზე – იცის, რა ფასი არის
რეალური კონკრეტულ უბანში, რომელ სეგმენტშია მოთხოვნა.
➤დამწყები აგენტი ხშირად ეყრდნობა მხოლოდ ზედაპირულ ინფორმაციას, რამაც
შეიძლება გამოიწვიოს ზედმეტი ფულის და დროის კარგვა.

➺იურიდიული სისუფთავის შემოწმება
🔍გამოცდილ აგენტს ზუსტად აქვს ჩამოყალიბებული, როგორ შეამოწმოს ქონების
იურიდიული სტატუსი:
➤არის თუ არა იპოთეკით დატვირთული.
➤სანდოა თუ არა მესაკუთრის მონაცემები.
➤არის თუ არა პრობლემები საჯარო რეესტრში.

🟢გამოცდილი აგენტი გიცავს არასწორი გადაწყვეტილებისგან, ზოგავს დროს და ფულს.
რაც ყველაზე მთავარია – გაძლევს გარანტიას, რომ შენს ინტერესებს ბოლომდე დაიცავს.
რეპუტაცია და რეკომენდაციები ⇩
როდესაც უძრავი ქონების აგენტს ირჩევ, მნიშვნელოვანია რომ მხოლოდ მის საუბარს არ
მოუსმინო – სჯობს თავადაც გადაამოწმო, რას ამბობენ სხვები მის პროფესიონალიზმზე.
🟡რატომ არის რეპუტაცია მნიშვნელოვანი?
💼უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა დაკავშირებულია დიდ თანხებთან, ხოლო კარგი
რეპუტაცია ნიშნავს, რომ აგენტი:
➤პატივს სცემს კლიენტის ინტერესებს.
➤მუშაობს გამჭვირვალედ.
➤არ ტოვებს კლიენტებს გარიგების შემდეგაც კი – ესენი ხომ სწორედ კმაყოფილი
კლიენტებია, ვინც რეკომენდაციას მოგცემს.

სოციალური ქსელები და აქტიურობა ⇩
➛აქვს თუ არა აგენტს სააგენტოს აქტიური გვერდი სოციალურ ქსელში?
➛არის თუ არა რეალური შემთხვევების გაზიარება, მომხმარებლებთან კონტაქტი,
ბლოგპოსტები ან სერვისების დეტალური აღწერა?
➛მოწესრიგებული და გამჭვირვალე ონლაინ ყოფნა კიდევ ერთი ნიშნულია
პროფესიონალიზმის.

პირადი რეკომენდაციები🤝
➤ჰკითხე მეგობრებს, ახლობლებს ან კოლეგებს, რომელ აგენტთან აქვთ კარგი
გამოცდილება.
➤პირადი რჩევა ხშირად გაცილებით სანდოა, ვიდრე ინტერნეტ-შეფასებები, რადგან ასეთი
რეკომენდაცია რეალური ნდობიდან მოდის.

💵იკითხე საკომისიო პირობები – თავიდან აიცილე მოულოდნელი ხარჯები.
➤ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შეცდომა უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის პროცესში
არის საკომისიოს საკითხის გაურკვევლობა. ბევრი ადამიანი ბოლომდე ვერ იგებს, რისთვის
იხდის თანხას და რამდენია ეს თანხა.
ამიტომ, აგენტის შერჩევისას აუცილებლად გაარკვიე:⇩
ეს არის თანხა, რომელსაც უძრავი ქონების აგენტი ან სააგენტო იღებს შენგან
მომსახურეობისთვის. საკომისიო როგორც წესი, დგინდება შემდეგნაირად:
ფასის პროცენტით – ყველაზე გავრცელებული ფორმა. მაგ: 3% ბინის საბოლოო ფასიდან.
ფიქსირებული გადასახადი – მაგალითად: 1,000 ლარი ნებისმიერი გარიგებისთვის.
ორივე მხარისგან საკომისიოს აღება – ზოგჯერ აგენტი იღებს საკომისიოს მყიდველისგანაც
და გამყიდველისგანაც.
როდის ხდება გადახდა?
➤გარიგების დასრულების შემდეგ – ეს ყველაზე უსაფრთხო ვაიანტია.
➤ზოგიერთი აგენტი ითხოვს წინასწარ გადახდას, რაც ზრდის რისკს, რომ თუ საქმე ბოლოში
ვერ გავა – დარჩე დაკარგული ფულით დაზარალებული.
➤კარგი აგენტი ანაზღაურებას მხოლოდ წარმატებული გარიგების შემდეგ იღებს.
🔴არ აარჩიო აგენტი, მხოლოდ იმიტომ, რომ ყველაზე დაბალ საკომისიოს გთავაზობს.
თუ მომსახურება არ მოიცავს იურიდიულ დაცვას ან გაყიდვის სწორ სტრატეგიას, შესაძლოა
საბოლოოოდ უფრო ძვირი დაგიჯდეს.
🟢თავიდანვე კითხვების დასმა თავიდან აგარიდებს გაუგებრობას და ზედმეტ ხარჯებს.

და ბოლოს სწორი უძრავი ქონების აგენტის შერჩევა ნიშნავს:🎯
➤დაზოგავ ფულსა და დროს.
➤აირიდებ იურიდიულ და ტექნიკურ პრობლემებს.
➤დაასრულებ გარიგებას მშვიდად, შენს ინტერესებზე მორგებულად.
🟢მთავარია:
🔴ნუ აირჩევ აგენტს მხოლოდ ფასის ან პირველი შთაბეჭდილების მიხედვით. შეამოწმე,
იკითხე, გადაამოწმე და მხოლოდ ამის შემდეგ ენდე.
უძრავი ქონება არ არის პატარა გარიგება – ამიტომ გჭირდება პარტნიორი,
რომელსაც სანდოობა, გამოცდილება და პროფესიონალიზმი ნამდვილად აქვს.✔️